ანჯელინა ჯოლიმ ფრანგულ ჟურნალთან Madame Figaro-სთან ბრედ პიტთან დაშორებაზე, მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და გრძნობებზე ისაუბრა.
44 წლის მსახიობი ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზეც მოხვდა.
"ვგრძნობ, რომ ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდები. Guerlain-ის ახალი კამპანიის დროს საკუთარ თავს ვკითხე, რას ველოდებოდი ჩემი თავისგან. პასუხი იყო, რომ მსურდა კვლავ ის ვყოფილიყავი, ვინც ყოველთვის ვიყავი. ამიტომ, ჩემი ველური მხარის დამალვის ნაცვლად, მე ეს სააშკარაოზე გამომაქვს. მინდა რომ ვიყო თავისუფალი".
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ 2016 წელს დაშორდნენ.
"ეს რთული იყო, ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი და უფრო პატარა და უმნიშვნელო გავხდი, მაშინაც კი, როდესაც ამას არავის ვაჩვენებდი. მეტისმეტად სევდიანი და ნატკენი ვიყავი. სხვა მხრივ კი, საინტერესო იყო ამ უმნიშვნელობასა და თავმდაბლობაში შებიჯება".
მსახიობის თქმით, ის ახლა საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
"ეს არის გაკვეთილი, რომელსაც ჩემს შვილებს ვასწავლი: განახლების იდეა და ყველაფრის მიუხედავად მხიარულების შესაძლებლობა. მე ხელახლა უნდა აღმოვაჩინო მხიარულება".