ტურიზმი საქართველოში

რუსი ტურისტების რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ტურისტული ნაკადი 0,6%-ით გაიზარდა

ბათუმი
georgia.travel

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის სტატისტიკას აქვეყნებს. წინა წლის სექტმებერთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2,7%-ით გაიზარდა. 

0,6%-ით არის გაზრდილი ტურისტული ნაკადის რაოდენობა. სექტმებრში საქართველოს სულ 539 ათასი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3 ათასით აღემატება. შემცირები ტენდენცია შენარჩუნდა რუსეთიდან, წელს სექტმებერში რუსეთიდან სულ 147 ათასი ტურისტი ჩამოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. 

მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში სწორედ, რუსეთიდან ჩამოვიდა 147 ათასი. კლება ნარჩუნდა ირანიდანაც, საიდანაც სექტემბერში 17 ათასი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია. 

ტურისტული ნაკადი გაიზარდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, საუდის არაბეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან. 

კომენტარები