ჯოკერი

17 ფილმი, რომელიც ტოდ ფილიპსის "ჯოკერამდე" უნდა ნახოთ

0 კომენტარი
ფოტო: IMDB

ტოდ ფილიპსის ფილმზე "JOKER", ვენეციის კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, ბევრი საუბრობს. DC კომიქსების ერთ-ერთ მთავარ ბოროტმოქმედზე - ჯოკერზე გადაღებულმა სურათმა, რომელშიც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს, კრიტიკოსებისგან ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა ისევე, როგორც ხოაკინ ფენიქსის არაჩვეულებრივმა შესრულებამ. 

კრიტიკოსების თქმით ჯოკერის ყურების დროს, შეუძლებელია ფილმები  „The king of Comedy” და "Taxi Driver" არ გაგვახსენდეს. ახლა კი, გთავაზობთ 17 ფილმს, რომელიც ასევე უნდა ნახოთ ტოდ ფილიპსის სურათის ნახვამდე და რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს რეჟისორის ხედვასა და ჯოკერის პერსონაჟის ჩამოყალიბებაზე.  

“Taxi Driver” (1976)

ტოდ ფილიპსმა მშვენივრად დაგვანახა, რომ სკორსეზეს შემოქმედება მისთვის შთაგონებად იქცა. ჯოკერის მთავარი გმირის, არტურ ფლეკის შექმნისას, რეჟისორის ინსპირაცია სკორსეზეს ფილმის “Taxi Driver” პროტაგონისტი ტრევის ბიკლი იყო. ორივე მამაკაცი დათრგუნული ადამიანია, რომელსაც შურისძიების წყურვილი ამოძრავებს და ასევე სასოწარკვეთილად უყვარს ქალი, რომელიც მისთვის მიუწვდომელია. ჯოკერში, ზაზი ბითსის პერსონაჟი ხელით თოფის იმიტაციას გააკეთებს და თითქოს შუბლში ტყვიას დაიხლის, რაც პირდაპირი მინიშნებაა ტრევის ბიკლზე. 

ფოტო: indiewire

“The King of Comedy” (1982)

ფილმში "JOKER" რობერტ დე ნირო, რობერტ ფრანკლინს - კომიკოსსა და შოუს წამყვანს თამაშობს, რომელიც არტურ ფლეკის ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს. შეუძლებელია მაყურებელს სკორსეზეს ცნობილი ფილმი „The king of Comedy” არ გაახსენდეს, რომელშიც დე ნირო წარუმატებელი კომიკოსის როლს ასრულებს.

ფოტო: indiewire

“The Dark Knight” (2008)

ნოლანმაც და ფილიპსმაც თავიანთი ფილმებით კომიქსების რეკონსტრუქცია შეძლეს. The Dark Knight-ში ჰიტ ლეჯერმა, უკვდავი პერსონაჟი - ჯოკერი შექმნა, რომლის თამაშისთვისაც ოსკარი მიიღო. 

ფოტო: indiewire

“Serpico” (1973)

ტოდ ფილიპსმა აღნიშნა, რომ სანამ ჯოკერზე მუშაობას დაიწყებდა, 1970-იანი წლების პერსონაჟებს შეისწავლიდა, ისეთებს როგორიცაა სიდნი ლუმეტის ფილმის გმირი ფრანკ სეპრიკო (ალ პაჩინო). ის დეტექტივია, რომელიც გამოძიებას ატარებს ნიუ-იორკის პოლიციაში კორუფციული საქმიანობის გამოსავლენად. ფილმში “Serpico” იგრძნობა რეალიზმი, რომელმაც სურათს ვისცერული ტონი მისცა. იმავე ტონების დანახვა "Joker"-შიც შესაძლებელია. ალ პაჩინო, “Serpico”-ში შესრულებული როლისთვის ოსკარზეც იყო წარდგენილი. 

ფოტო: indiewire

“One Flew Over the Cuckoo’s Nest” (1975)

მილოშ ფორმანის ფილმი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" ასევე ერთ-ერთი ფილმია, რომელიც ფილიპსისთვის ინსპირაციად იქცა. რამდენიმე ინტერვიუში რეჟისორს აღუნიშნავს კიდევაც, რომ სწორედ ეს სურათი დაეხმარა მას, კომპანია Warner Bros-თვის საკუთარი იდეა წარედგინა. ოსკაროსანი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჯეკ ნიკოლსონი თამაშობს, საგიჟეთის პაციენტებისა და ძალაუფლების, გავლენის წინააღმდეგ ბრძლის ამბავს გვიყვება. 

ფოტო: indiewire

“You Were Never Really Here” (2017)

"ჯოკერი" არ არის პირველი ფილმი, რომელშიც ხოაკინ ფენიქსი ფსიქიკურად გაუწონასწორებელ და ძალადობისკენ მიდრეკილ პერსონაჟს თამაშობს. "You Were Never Really Here" ფენიქსისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ჯოკერის როლის სათამაშოდ. ასევე ლაინი რამსის ამ ფილმს კრიტიკოსებმა "თანამედროვე "Taxi Driver"" უწოდეს.

ფოტო: indiewire

“The Master” (2012)

პოლ ტომას ანდერსონის ეს ფილმი, ხოაკინ ფენიქსის ერთგვარი ტრილოგიის ნაწილია, რომელშიც “The Master”, “You Were Never Really Here” და "JOKER" შედის. სამივე სურათში ფენიქსი, ფსიქიკურად აშლილ და გარკვეული მიზეზების გამო ბნელ მხარეს გადასულ პიროვნებას თამაშობს. “The Master”-ში მთავარო როლის შესრულებისთვის ფენიქსი ოსკარზე იყო ნომინირებული. ფილმში, მისი პერსონაჟი კულტის ქარიზმატულ ლიდერს გაიცნობს, რომელიც მის ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს. 

ფოტო: indiewire

“Logan” (2017)

"ლოგანის" ისევე როგორც "ჯოკერის" ან "ბნელი რაინდის" ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმების რევოლუციური შეცვლაა. მათი სტანდარტების უარყოფა და სრულიად განსხვავებული კუთხით ჩვენება. ლოგანის "ვესტერნული" ხასიათიც პერსონაჟს სრულიად სხვა, არასუპერგმირული მხრიდან გვაჩვენებს. 

ფოტო: indiewire

“Mean Streets” (1973)

ის რომ სკორსეზეს ფილმები "ჯოკერის" შემქმნელისთვის ინსპირაცია იყო, არაერთხელ ვახსენეთ. ფილიპსს "JOKER"-ში უნდოდა ნიუ იორკის  ბნელი მხარე ეჩვენებინა, რომელიც ასე კარგად აქვს გადმოცემული სკორსეზეს თავის სურათებში და “Mean Streets” ერთ-ერთი მათგანია. სწორედ ის იქცა ინსპირაციად როგორც რეჟსორისთვის, ასევე ოპერატორისთვისაც. 

ფოტო: indiewire

“Network” (1976)

სიდნი ლუმეტის კიდევ ერთი გენიალური ფილმი, რომლის გავლენა იგძნობა ჯოკერში “Network”-ია. ისევე, როგორც ამ ფილმშ, ჯოკერშიც ნაჩვენებია ტელევიზიის საშიში ძალა, რომელსაც ადამიანის ფსიქიკური შეშლილობის გამოწვევაც შეუძლია. 

ფოტო: indiewire

“The Cabinet of Dr. Caligari” (1919)

ჯოკერის პერსონაჟი 1940 წელს, ბილ ფინგერის, ჯერი რობინსონისა და ბობ კეინის მიერ არის შექმნილი. მისი გარეგნობის მოფიქრებისას, მათთვის ინსპირაციად 1928 წლის ფილმის “The Man Who Laughs.” პერსონაჟი, გვინპლენი იქცა. თუმცა, როგორც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა, როდესაც ფილიპსის ჯოკერს უყურებ, მთელი თავისი მსხვრევადი ძვლებითა და ობობისეული მოძრაობებით, გახსენდება გერმანული ექსპრესიონიზმის კლასიკა - “The Cabinet of Dr. Caligari” . 

ფოტო: indiewire

"Death Wish” (1974)

ცნობილია, რომ "Death Wish” ტოდ ფილიპსისთვის კიდევ ერთი ინსპირაციის წყარო იყო. ამ კრიმინალურ დრამაში მთავარი გმირი ზედმეტად ყურადღებიანი და მოძალადეობისკენ მიდრეკილი ხდება მას მერე, რაც მის ცოლს მოკლავენ ხოლო ქალიშვილს გააუპატიურებენ. ფილმი გააკრიტიკეს იმისთვის, რომ შესაძლებელელი იყო, საზოგადოებას ის, როგორც ძალადობისკენ ბიძგი მიეღო. "JOKER"-ის მიმართაც იგივე კრიტიკა გაჩნდა. 

ფოტო: indiewire

A Clockwork Orange” (1971)

რამდენიმე კადრი ჯოკერიდან, ერთ-ერთში იმეორებს სტენლი კუბრიკის ცნობილი ფილმის "A Clockwork Orange" კადრებს. სურათში, მთავარი გმირის მოძალადეობრივ ქცევას ნიმუშად გამოიყენებენ იმ პროცედურის დასახვეწად, რომლის ჩატარების შემთხვევაში, ადამიანის გონებიდან მოძალადეობრივი განზრახვები ამოიშლება.

ფოტო: indiewire

“Psycho” (1960)

ბევრმა კრიტიკოსმა შეადარა არტურ ფლეკი (ჯოკერი) ნორმან ბეითსს ალფრედ ჰიჩკოკის საკულტო ფილმის “Psycho” ფსიქიკურად შეშლილ პერსონაჟს . ერთ-ერთმა კრიტიკოსმა კი აღნიშნა, რომ ფილმში "JOKER" მოთხრობილია ფლეკის სულიერი დაღმასვლა (რაღაც მხრივ კი მისი ამაღლებაც) თუმცა თავიდანვე ნათელია, რომ ის საკუთარივე უსუსურების შემოქმედებაა. 

ფოტო: indiewire

“Shall We Dance” (1937)

ამ 1937 წლის ფილმის სიუჟეტი ორი მოცეკვავის სასიყვარულო ისტორიას გვიყვება. ეს ურთიერთობა შეხვდება სირთულეებს მაშნ, როდესაც გავრცელდეა ჭორი, რომ ორივე მათგანი დაქორწინებულია. აწმყო, რომელსაც წარსულის აჩრდილები მუდამ თან სდევენ, ჯოკერის ერთ-ერთი მთავარი მოტივიცაა. 

ფოტო: indiewire

“Dog Day Afternoon” (1975)

კიდევ ერთი სიდნი ლუმეტის ფილმი, რომელიც ფილიპსმა თავისი პერსონაჟის შესაქმნელად გამოიყენა “Dog Day Afternoon”-ია, რომელშიც მთავარ როლს ალ პაჩინო ასრულებს. მისი გმირი გადაწყვეტს გაძარცვოს ბანკი მხოლოდ იმისთვის, რომ პრესისა და მედიის დახმარებით ცნობილი გახდეს. 

ფოტო: indiewire

“Modern Times” (1936)

1936 წლის ჩარლი ჩაპლინის ფილმში, მთავარი გმირი, რომელიც ქარხანაში მუშაობს, ინდუსტრიალიზაციის პროცესში გადარჩენას ცდილობს. კრიტიკოსების აზრით, არის ამ პერსონაჟსა და არტურ ფლეკს შორის მსგავსება, რადგან ფილიპსის ფილმის მთავარი გმირიც, ნაწილობრივ სოციალური ცვლილებების მიერ ჩამოყალიბებული პიროვნებაა. 

ფოტო: indiewire

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები