იმერეთის პოლიცია

ქუთაისში პოლიციის მანქანა ამოტრიალდა

Interpressnews

ქუთაისში პოლიციის მანქანა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. 

შსს-ს თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი საავარიო სიტუაციის თავიდან აცილება იყო, რის გამოც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მანქანაში მძღოლი და 1 მგზავრი იმყოფებოდნენ, მათ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება აღენიშნებათ.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია",- ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები