მარკ ცუკერბერგი

მარკ ცუკერბერგი მილიარდერებზე: არავინ იმსახურებს ამდენი ფულის ქონას

0 კომენტარი
ფოტო: GETTY

რამდენიმე დღის წინ, მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის თანამშრომლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა Facebook-ის დამფუძნებელს კითხა, რას ფიქრობდა ბერნი სანდერსის მიერ გამოთქმულ აზრზე, რომ მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ.

"მესმის, საიდანაც ამოდის ის. არ ვიცი, არ მაქვს ზუსტი ზღვარი რამდენი ფული შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ რაღაც დონეზე, არავინ იმსახურებს ამდენი ფულის ქონას. ვფიქრობ, თუ რამე კარგს აკეთებ, ჯილდოვდები, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ზოგიერთის მიერ დაგროვილი სიმდიდრე სრულიად მიუღებელია", - უპასუხა მარკ ცუკერბერგმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მან და მისმა ცოლმა ფილანტროპიული საქმიანობა წამოიწყეს და ფონდი დაარსეს.

Forbes-ის მიხედვით, მარკ ცუკერბერგის ქონება 69.6 მილიარდს შეადგენს და ის, აშშ-ში მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები