რუსეთი

ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღეზე თავის თავს ხელფასი გაუზარდა

Aleksey Nikolskyi

გუშინ, 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 67 წელი შეუსრულდა. ამავე დღეს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც გაიზარდა პრეზიდენტის ხელფასის რაოდენობა. 

ბრძანების მიხედვით, 4.3%-ით გაიზარდა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურუროსის, მინისტრების, როსგვარდიისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ხელფასები. 

4.3%-იანი მატება ინფლაციის დონით არის განპირობებული, სწორედ ამდენს შეადგენს 2018 წელს ინფლაციის მაჩვენებელი. აქამდე, საკუთარი თავისთვის ხელფასის გაზრდის ბოლო შემთხვევა 2018 წლის იანვარში მოხდა, მაშინ მატებამ 4% შეადგინა. 

კომენტარები