ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ვლადიმირ პუტინის სახელობის გახდა

iz.ru

ოკუპირებული ცხინვალის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელი დაარქვეს. 

ცხინვალის ე.წ მერის, ალან კოჩიევის თქმით, გადაწყვეტილება პუტინის დაბადების დღეს მის მიმართ მადლიერების ნიშნად მიიღეს. ქუჩა აქამდე მოსკოვის სახელობის იყო. 

"გადავწყვიტეთ, რომ ცხინვალის ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩას დაერქვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის სახელი. მისი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, მადლიერების გამოხატვის ნიშნად. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს, რუსეთის მეთაურის დაბადების დღეს მიიღო"- თქვა კოჩიევმა.

გუშინ, 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 67 წელი შეუსრულდა. 

კომენტარები