ჯიშკარიანის საქმე

ზურაბიშვილი ტვიტერზე ჯიშკარიანის მიმართ ბრალდებას ეხმიანება - #metoo in #Georgiatoo

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის  მხრიდან თანაშემწეზე სავარაუდო გაუპატიურების მცდელობისა და ფიზიკური ძალადობის საქმეს Twitter-ზე ინგლისურენოვანი პოსტით გამოეხმაურა.

#MeToo საქართველოშიც: თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ თანაშემწის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. არ უნდა შევიწყნაროთ! -წერს ზურაბიშვილი. 

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

დაწვრილებით ბრალდების შინაარსის შესახებ წაიკითხეთ აქ.

შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ მას მოწმის სტატუსი აქვს და დაზარალებულად არ არის ცნობილი, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი არ აქვს წარდგენილი. პროკურატურაში ამბობენ, რომ "კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას" მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში". თავად ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. 

კომენტარები