ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოტიკის მოხმარებისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავაკავეთ

shutterstock

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს. 

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

7 ოქტომბერს, ჰ.მ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საპატიმრო გირაო. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

კომენტარები