ხელფასები

საქსტატი: 2018 წელს საშუალო ხელფასი 1068.3 ლარი იყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 6.9%-ით გაიზარდა და 1068.3 ლარს შეადგენდა.

ყველაზე მაღალი თვიური ხელფასი, საქსტატის ცნობით, შემდეგ სექტორებში იყო:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 236 ლარი
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 712.2 ლარი
  • მშენებლობა - 1 552 ლარი

ამასთან, სახელმწიფო სექტორში დასააქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 271.9 ლარით ჩამოუვარდებოდა არასახელმწიფო სექტორებში დასაქმებულებისას.

საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი საქართველოს შემდეგ რეგიონებში იყო:

  1. თბილისი - 1 286.4 ლარი
  2. აჭარა - 866.6 ლარი
  3. მცხეთა-მთიანეთი - 818.1 ლარი
  4. ქვემო ქართლი - 791.4 ლარი
  5. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 758.2 ლარი

კომენტარები