აშშ - ევროპა

2020 წელს 20 000 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში, მათ შორის საქართველოში, წვრთნებს ჩაატარებს

0 კომენტარი
ფოტო: gazeteyolculuk

2020 წელს აშშ ევროპაში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად 20 000 ჯარისკაცს გაგზავნის. გასული 25 წლის განმავლობაში ეს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალის ყველაზე მასშტაბური განლაგება იქნება.

"Defender Europe 2020" მომავალი წლის აპრილიდან მაისამდე ჩატარდება.

წვრთნაში ევროპაში მყოფი 9 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი ჯარისკაციც მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნა 10 ქვეყანაში გაიმართება, მათ შორის საქართველოში, გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში. მასში 18 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილობას. 

ევროპაში აშშ-ის არმიის გენერლის კრისტოფერ კავოლის თქმით, წვრთნებით "გავზრდით საერთო თავსებადობას, მზადყოფნასა და შესაძლებლობას, რათა კოლექტიურად შევაჩეროთ პოტენციური საფრთხეები".

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები