გახარიას ვიზიტები

პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში იქნება

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პირველი ოფიციალური ვიზიტით 9 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩავა, შემდეგ კვირაში სომხეთში, თვის ბოლოს კი, ის თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. 

"საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით," - წერია განცხადებაში. 

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედეგბა. მას შემდეგ, რაც განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

კომენტარები