ნაომი კემპბელი

"მე ან ყველაფერი ვარ ან არაფერი" - ნაომი კემპბელის ახალი ინტერვიუ და ფოტოსესია

0 კომენტარი
ფოტო: ANNEMARIEKE VAN DRIMMELEN / WSJ

49 წლის სუპერმოდელმა, ნაომი კემპბელმა The Wall Street Journal-თან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე, ცხოვრებაზე, შესაძლებლობებსა და შავკანიან მოდელად ყოფნაზე ისაუბრა.

ნაომი კემპბელი სამხრეთ ლონდონში, სტრიტჰემში პროფესიონალურად მოცეკვავე დედამ გაზარდა. დედა 1950-იან წლებში იამაიკიდან წამოვიდა და დიდ ბრიტანეთში დასახლდა. დაბადების მოწმობაში ნაომი კემპბელის მამა მოხსენიებული არ არის, რადგან მან 4 თვის ორსული დედამისი მიატოვა და სუპერმოდელმა ის პირველად 41 წლის ასაკში ნახა.

"მე გადარჩენილი ვარ. არ მაქვს სუფთა ცხოვრება და თავს არც ვაჩვენებ, რომ ასე არ არის. პირველი ვიყავი, ვინც ვთქვი რომ დამოკიდებული იყო და ღმერთის ძალიან მადლიერი ვარ, რომ გამოსწორებადი დამოკიდებული და გამოსწორებადი ალკოჰოლიკი აღმოვჩნდი".

ფოტო: ANNEMARIEKE VAN DRIMMELEN / WSJ

ნაომი კემპბელს პირველი სამსახური 7 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც ბობ მარლის სიმღერის "Is This Love"-ის კლიპში გამოჩნდა.

"კარგი რამ ჩემს შესახებ ის არის, რომ თქვენ მე მხედავთ და უცბად ვეღარ მხედავთ, მე ვჩნდები და ვქრები. რაღაც მხრივ, მოგზაურობამ ჩემი ცხოვრება გადაარჩინა - ძალიან ლიმიტირებული მაქვს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც იციან რას ვაკეთებ და სად მივდივარ".

ნაომი კემპბელის სამოდელო კარიერა სწრაფად განვითარდა - 16 წლის ასაკში ის პირველად ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა სტივენ მეისელმა ამერიკული ვოგისთვის გადაიღო. ამის შემდეგ, 16 წლის ასაკშივე მან ბრიტანული ვოგის გარეკანი დაამშვენა, 1966 წლის შემდეგ ის პირველი შავკანიანი იყო, ვინც ეს შეძლო. შემდეგ კი, ის გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელიც ფრანგული ვოგის გარეკანისთვის გადაიღეს.

ფოტო: ANNEMARIEKE VAN DRIMMELEN / WSJ

"ის საოცრად, საოცრად მორცხვი იყო. თუმცა, ის ადგა და საუკეთესოდ შეასრულა მოვალეობა, თითქოს ამას ათასობით წლის განმავლობაში აკეთებდა", - იხსნებს სტივენ მეისელი კემპბელთან გადაღებას.

მიუხედავად მისი სწრაფი წარმატებისა, ნაომი კემპბელს ბევრ ჟურნალთან და დიზაინერთან პრობლემა ექმნებოდა კანის ფერის გამო. მსგავსი ფაქტების შემდეგ, მას მხარი მისმა მეგობრებმა კრისტი ტორლინგტონმა და ლინდა ევანგელისტამ დაუჭირეს, რომლებმაც რამდენიმე მოდის სახლს, მათ შორის Dolce & Gabbana-ს უთხრეს, რომ თუ ისინი ჩვენებებში ნაომის არ გამოიყენებდნენ, ვერც მათ გამოიყენებდნენ.

"არ მინდა, რომ სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულმა მოდელებმა იმდენი ხანი იცადონ თანასწორობისთვის, რამდენიც მე მომიწია".

სუპერმოდელს ახლა მიზნად დასახული აქვს, რომ აფრიკაში მცხოვრები ხალხის ცხოვრება უკეთესი გახადოს. ის თვეში ერთხელ მაინც ჩადის აფრიკაში სხვადასხვა პროექტის განსახორიციელებლად. მისი თქმით, მას აღარ უნდა ესმოდეს სიტყვები "ღარიბი აფრიკა".

"მე ან ყველაფერი ვარ ან არაფერი. უბრალოდ, არ მიბიძგოთ არაფრისკენ".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები