Adjara Group

აჭარა ჯგუფმა აბასთუმნის სანატორიუმი იყიდა, სადაც სასტუმრო ROOMS გაიხსნება

at.ge

აჭარა ჯგუფმა აბასთუმანში შეიძინა 1924 წელს აშენებული სანატორიუმი, სადაც სასტუმრო რუმს აბასთუმანი გაიხსნება.

at.ge-ს ცნობით, აჭარა ჯგუფი აბასთუმანში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სასტუმრო წელიწადნახევარში უნდა გაიხსნას.

აჭარა ჯგუფს უკავშირდებათ ისეთი პროექტების განვითარება, როგორებიცაა ფაბრიკა, სტამბა და Holiday Inn თბილისში, ასევე ROOMS თბილისში, ყაზბეგსა და კოხტაზე.

კომენტარები