საქართველო - რუსეთი

რუდენკო: ვიმედოვნებთ, რომ რუსეთისგან გაგზავნილ სიგნალებს ქართული მხარე გაიგებს

0 კომენტარი
ანდრეი რუდენკო ფოტო: Seldon.news

"ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაგზავნილ სიგნალს ქართული მხარე გაიგებს,"- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის შესახებ განაცხადა. 

რუდენკოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის "ნორმალიზების" იმედი აქვს.

"ყოველ შემთხევაში, ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია ივნისის მოვლენების წინა მდგომარეობას დაუბრუნდება," - თქვა რუდენკომ.

მან ეს განცხადებები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის წინ გააკეთა. რუდენკო გრიგორი კარასინის ნაცვლად აღნიშნულ მოლაპარაკებებში პირველად მონაწილეობს.

25 სექტემბერს სერგეი ლავროვმა კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს.

განცხადების მეორე დღეს, 26 სექტმებერს, დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. 

მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. 28 სექტემბერს კი რუსულმა მედიამ სერგეი ლავროვის ნათქვამი გაავრცელა, რომ შეხვედრა ზალკალიანმა მოითხოვა. 

ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო პირისპირ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები