მსოფლიო

ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკი — ისრაელში 5 ათასი წლის ქალაქი აღმოაჩინეს

0 კომენტარი
ფოტო: ISRAEL ANTIQUITIES AUTHORITY

ისრაელში, რეგიონის ყველაზე ძველი და დიდი ქალაქის განამარხი აღმოაჩინეს. უძველესი ქალაქის განამარხები თელ-ავივიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

არქეოლოგების ცნობით, ქალაქში დაახლოებით 6 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მეცნიერებმა ქალაქი ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკად მოიხსენიეს. ქალაქში არსებობდა ქუჩების კვარტლური დაყოფა, ტაძრები და გალავანი ქალაქის მოსახლეობის დასაცავად.

არქეოლოგების თქმით, ამ ადგილას ადამიანის პირველი დასახლება 7 ათასი წლის წინ გაჩნდა. ქალაქი იმდროინდელი ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად მიიჩნევა. 

ფოტო: ISRAEL ANTIQUITIES AUTHORITY

"ქალაქის დაგეგმარება გასაოცარია, ეჭვგარეშეა, რომ აღმოჩენა ეპოქის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს მნიშვნელოვნად შეცვლის", — ნათქვამია არქეოლოგების განცხადებაში. 

ქვის აბაზანა, რომელიც დიდი ალბათობით რელიგიური დანიშნულებით გამოიყენებოდა ფოტო: ISRAEL ANTIQUITIES AUTHORITY

ქალაქი, ენ-სურის სახელით არის ცნობილი, დასახლების ფართობი დაახლოებით 65 ჰექტარი იყო, რაც დაახლოებით ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ბრინჯაოს ეპოქის ნებისმიერი აღმოჩენილ დასახლებაზე. ისრაელის სიძველეების სამმართველოს ცნობით, ქალაქში გაყვანილი იყო გზები და გადასასვლელები, ასევე ქალაქი საცხოვრებელ და კომერციულ კვარტალებად იყო დაყოფილი.

არქეოლოგების ცნობით, ქალაქის ცხოვრება მაღალი რგანიზებულობით გამოირჩეოდა ფოტო: ISRAEL ANTIQUITIES AUTHORITY
 

გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა, დაახლოებით 4 მილიონი სხვადასხვა ჭურჭლის ფრაგმენტი. ასევე, სხვადასხვა ინსტრუმენტები და უიშვიათესი ადამიანისა და ცხოველების მინიატურული ქანდაკებები, რომელთა ნაწილიც ეგვიპტიდან ჩაიტანეს. 

ფოტო: ISRAEL ANTIQUITIES AUTHORITY
 

გათხრების ადგილას, არქეოლოგებმა დამწვარი ცხოველების ძველები აღმოაჩინეს, რაც დიდი ალბათობით იმის ნიშანია, რომ პერიოდულად ქალაქში მსხვერპლშეწირვის რიტუალები ტარდებოდა.

ფოტო: ISRAEL ANTIQUITIES AUTHORITY

არქეოლოგების ცნობით, ქალაქი მომარეგებული როგორც მტკნარი, ასევე სასმელი წყლითაც, ამასთანავე, აქაური ნიადაგი ნაყოფიერი მიწათმოქმედების საშულებას იძლეოდა. ქალაქი იმდროინდელ, ძირითად სავაჭრო გზებთან უშუალო სიახლოვეში მდებარეობდა.

გათხრები ადგილზე ორი წლის წინ დაიწყო, არქეოლოგებს ხუთი ათასამდე ადგილობრივი და მოზარდი ეხმარება.

უძველესი ქალაქი შემთხვევით, საგზაო მაგისტრალის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს. საგზაო მაგისტრალის მარშრუტი აღმოჩენის უსაფრთხოების მიზნით შეიცვალა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები