უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მშვენიერაძე ამბობს, რომ არ უშვებენ პარლამენტში, სადაც შალვა თადუმაძეს უსმენენ

Facebook/ Giorgi Mshvenieradze

არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ არ უშვებენ პარლამენტის შენობაში, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ყოფილ გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ. 

მშვენიერაძე Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში წერს, რომ მას არ ეუბნებიან, თუ რატომ არ უშვებენ პარლამენტის შენობაში. 

"უკვე ნახევრ საათზე მეტია არ მიშვებენ პარლამენტის შენობაში, სადაც კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წარმოვადგენ და სისტემატურად ვესწრებით იურიდიული კომიტეტის სხდომებს, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიდის,"- წერს მშვენიერაძე. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციანი სია გადასცა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატების მოსმენა, ანბანური პრინციპით, ორი კვირის წინ დაიწყეს. მშვენიერაძე ყველა წინა კანდიდატის მოსმენას ესწრებოდა. 

კომენტარები