მაკო გომური

კალაძე: გულწრფელად, მეც გამიკვირდა, რომ გომურს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს

კახა კალაძე
TV1

"გულწრფელად ვიტყვი, მეც გამიკვირდა. თუმცა, როდესაც დღეს განმარტებები გაკეთდა, გავიგეთ, რომ პროცესი მიდის", - თქვა კახა კალაძემ TV პირველის ეთერში მაკო გომურზე, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივად დაშლისას თვალი დაკარგა.

ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ მოპოვებული მტკიცებულებების და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეფასდება თითოეული ეპიზოდი და ინდივიდუალურად გადაწყდება როგორც შეკრებაში მონაწილე მოქალაქეების, ასევე სამართალდამცველების დაზარალებულად ცნობის საკითხი.

გუშინ, 8 ოქტომბერს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მაკო გომური დაზარალებულად არ არის ცნობილი, რადგან "დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები".

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე - ეს ინფორმაცია ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციამ გუშინ, 7 ოქტომბერს გაავრცელა.

კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან სამნახევარი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

კომენტარები