მკველოლობა

თბილისში, ორხევის დასახლებაში, ნათლიამ ნათლული მოკლა

flickr

თბილისში, ორხევის დასახლებაში მკვლელობა მოხდა.

როგორც ცნობილია, წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ხანში შესულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ნათლული მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და იგი დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები