გლობალური კონკუნრენტუნარიანობის ინდექსი

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით დაქვეითდა

columbia.edu

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 პოზიციით დაქვეითდა და 74-ე ადგილს იკავებს.

წელს საქართველო 100-დან 60.6 ქულით შეფასდა, მაშინ, როცა შარშან 61 ქულით 66-ე ადგილს იკავებდა.

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები ინოვაციების, ბაზრის ზომისა და ფინანსური სისტემის კუთხით აქვს, ყველაზე მაღალი კი ჯანდაცვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და კვალიფიციურობის მიმართულებით.

ოთხი ძირითადი კრიტერიუმიდან საქართველოს პოზიციები ორში გაუარესდა - ეკონომიკურ გარემოსა და ბაზრებში, ხოლო გაუმჯობესდა ადამიანურ კაპიტალსა და საინოვაციო ეკოსისტემაში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგების დონეს განაპირობებს. ეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. ამდენად, კონკურენტუნარიანად ითვლება ის ეკონომიკა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება. 

კომენტარები