ავტობუსები

მარშრუტები, რომლებსაც ახალი ავტობუსები ემატება

დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა ახალი, ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი ავტობუსები.

ქალაქის მერიამ სულ 220 ასეთი ავტობუსი შეიძინა, აქედან 60 მგზავრებს უკვე ხვალიდან მოემსახურება.

ახალი ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი და 21 დასაჯდომი ადგილი აქვს. ისინი აგრეთვე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და აღჭურვილია wi-fi მოდემებით, USB დამტენებითა და ვიდეომონიტორინგის სისტემით.

თბილისის მერიას ახალი ავტობუსების შეძენა 64 790 000 ლარი დაუჯდა.

მერიის განმარტებით, ავტობუსების ჩანაცვლება უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ახალი ავტობუსები, რომლებიც ყვითელ ბოგდანებს ანაცვლებენ, შემდეგ მარშრუტებს მოემსახურებიან:

  • N34 - წყნეთი-სადგურის მოედანი
  • N28 - სვანეთის უბანი-მარჯანიშვილის მოედანი
  • N42 - იყალთოს გორა-ბარათაშვილის ქუჩა
  • N56 - ორხევი-მეტროსადგური "ისანი"
  • N66 - სადგურის მოედანი-ზემო ვაკე
  • N78 - სადგურის მოედანი-ზემო ვერა
  • N108 - სოფელი გლდანი-მეტროსადგური ახმეტელის თეატრი

კომენტარები