თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

პარლამენტში მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდა

0 კომენტარი
ფოტო: reginfo,ge

ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა. 

თინა ბოკუჩავას თქმით, იმისათვის, რომ ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გავიდეს, მას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მისივე თქმით, მმართველი პარტიიდან კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, თუ ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი კომისიის შექმნას, თუმცა მისი თქმით, შესაძლოა, ასეთი დეპუტატებიც გამოიძებნონ

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ აღნიშნული ინიციატივა დეპუტატების მხარდაჭერას მოიპოვებს.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, - "მთელი მსოფლიო გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას. იმიტომ, რომ თემირლანი არ იყო ეჭვმიტანილი და არც კავშირში იყო ამ ტერორისტულ აქტთან, ეს მინდა, რომ გაიგოს მთელმა მსოფლიომ."

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები