ეკვადორი

ეკვადორში დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

Reuters

ეკვადორში დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ლენინ მორენომ კომენდატის საათი გამოაცხადა. მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას გამოაცხადა.

ეკვადორის მკვიდრი მოსახლეობა მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებს და ნავთობზე სუბსიდიების დაბრუნებას ითხოვს.

ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში საწვავზე ფასი 100%-ით გაიზარდა.

აქციები გაიმართა სხვა სამთავრობო შენობებთანაც. არეულობის გამო ლენინ მორენომ მთავრობა დედაქალაქიდან გადაიტანა. ის ამბობს, რომ გაეროს ან კათოლიკური ეკლესიის შუამდგომლობისათვის მისი მთავრობა ღიაა. ის გადადგომაზე უარს ამბობს.

მორენო ირწმუნება, რომ სუბსიდიების, რომლებიც მთავრობას ყოველწლიურად 1.3 მილიარდი აშშ დოლარი უჯდებოდა, საშუალება აღარ არის. სუბსიდიები ქვეყანაში 1970-იანი წლებიდან მოქმედებს.

ეკვადორმა მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან 4.2 მილიარდი აშშ დოლარი ისესხა. გარდა სუბსიდიების გაუქმებისა მათ სხვა სახელმწიფო ხარჯებიც შეკვეცეს.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტმა 3 პრეზიდენტი დაამხო.

არეულობის დაწყების შემდეგ ეკვადორში 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაკავებულია 570-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები