გერმანია

გერმანიაში, ქალაქ ჰალეში სინაგოგასთან სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

Reuters

გერმანიაში, ქალაქ ჰალეში სინაგოგასთან სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის თქმით ამ დრომდე ეძებენ ეჭვმიტანილებს, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.

Bild წერს, რომ ებრაულ სასაფლაოზე ხელყუმბარაც ისროლეს.

თავდასხმა იომ-ქიფურის დღეს მოხდა, რომელიც იუდაიზმში ყველაზე წმინდა დღედ ითვლება.

პოლიცია მოსახლეობას სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდებს. Deutsche Bahn-ის განცხადების მიხედვით ჰალეში რკინიგზა დროებით დაიხურა.

კომენტარები