მარჯანიშვილის მეტრო

მარჯანიშვილის მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

0 კომენტარი
ფოტო: metro.us

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

მომხდარი ფაქტი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

შსს-ის ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები