შინაგან საქმეთა სამინისტრო

გახარია მკვლელობაში პოლიციელთა მონაწილეობაზე: ერთეული ფაქტები სხვებს ჩრდილს ვერ მიაყენებს

საქართველოს მთავრობა

ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს მოქალაქეებს - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რუსთავში კაცის მკვლელობის საქმეში პოლიციელების მონაწილეობას. 

მისივე თქმით, პოლიციელის მხრიდან დანაშაულის დადასტურებულად ჩადენის შემთხვევაში დაუნდობელი მიდგომა იქნება.

"რამეთუ ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ და სწორედ ამიტომ არის შსს-ში დაწყებული ის რეფორმები, რომელსაც ჰქვია სისტემური განახლება"- ამბობს გახარია. 

7 ოქტომბერს, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის ორმა მოქმედმა და ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა 35 წლის კაცი გაიტაცეს, რუსთავში ჩაიყვანეს და სხვა პირებს გადასცეს, რომლებმაც კაცი მოკლეს.

კომენტარები