გერმანია

გერმანიაში ანტისემიტურ თავდასხმას თავდამსხმელი ონლაინ გადასცემდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

გერმანიაში, ქალაქ ჰალეში სინაგოგაზე განხორციელებულ თავდასხმას თავდამსხმელი ონლაინ Twitch-ის პლატფორმაზე გადასცემდა. 35 წუთიან ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს ის სინაგოგის კარის საკეტი სროლით გახსნას. მას შემდეგ, რაც მან სინაგოგაში შეღწევა ვერ შეძლო, გარეთ მყოფ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი, რომელთაგან 2 დაიღუპა და 2 დაშავდა.

თავდამსხმელი ვიდეოში საკუთარ თავს ანტისემიტს, ანტიფემინისტს და ჰოლოკოსტის უარმყოფელს უწოდებს. თავდასხმამდე მან ონლაინ მანიფესტიც გაავრცელა, რომელიც ანტისემიტიზმსა და რასიზმს შეიცავს. მასში ნათქვამია, რომ თავდამსხმელმა იომ-ქიფურის დღე სპეციალურად შეარჩია და რომ თავდასხმის ალტერნატიულ სამიზნედ მეჩეთსაც განიხილავდა.

თავდასხმის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება უკვე შეძლო.

Twitch-ი Amazon-ის მფლობელობაში არსებული ონლაინ პლატფორმაა. ვიდეო უკვე აიღეს, თუმცა მისი ასლები სხვადახვა ონალინ სივრცეებში უკვე გავრცელდა, მათ შორის Telegram-ზე. კომპანიის თქმით თავდასხმის დროს მას 5 ადამიანი უყურებდა, თავდასხმიდან ნახევარ საათში კი რიცხვი 2,200-მდე გაიზარდა.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც თავდამსხმელმა თავდასხმა ონლაინ გადასცა. პირველი შემთხვევა მარტში, ახალ ზელანდიაში, ქრაისთჩარჩის მეჩეთზე დავდასხმისას იყო, სადაც შეიარაღებულმა კაცმა 51 ადამიანი მოკლა. მანამდე მან სიძულვილის ენის შემცველი მანიფესტი გაავრცელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები