წერეთელი: არავისთან ვაჭრობას ჩვენ არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში

ტვ პირველი

"არავისთან ვაჭრობას ჩვენ არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში," - ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი მამამისის წინააღმდეგ საქმის წარმოებას ტელევიზიის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა კრიტიკული მედიის წინააღმდე, რომელსაც ვერ აკონტროლებს, საქმეები აღძრა. 

"ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, როგორიც აქვს დღეს. ეს ყველაფერი ხდება 2020 წლის არჩევნებისთვის, მხოლოდ ხელისუფლებას არ აწყობს კრიტიკული მედია, " - ამბობს ვახტანგ წერეთელი. 

2020 წლის არჩევნებს და ტვ პირველი საქმიანობას უკავშირებს ამ საქმეს თავად ბრალებული ავთანდილ წერეთელიც, ის ამბობს, რომ ტელევიზია დღევანდელ სახეს შეინარჩუნებს და გეგმებს არ შეიცვლის. 

"ეს არის მიმართული იქეთკენ რომ შეაშინონ ხალხი დაიჭირონ, საქმე აღუძრეს ყველა ტელევიზიას ვინც არ ემორჩილება. გინდ დამიჭირონ გინდ არა, ჩვენი ტელევიზია არ იქნება მიკერძოებული არასოდეს. იქნება თავისუფალი, როგორც არის დღეს," - ამბობს ავთანდილ წერეთელი. 

საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევან სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. სხდომას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებიან. 

ავთანდილ წერეთელს პროკურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას ბრალი 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს.

რაც შეეხება თიბისის საქმეს, 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთლი ერთერთი მთავარი ფიგურაა ამ ტრანზაქციებში. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები