შრომითი რეგულაციები

გახარია შრომის რეგულაციებზე: ჯერ მხოლოდ პროექტია, ბიზნესთან შეუთანხმებლად არაფერი მოხდება

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ შრომის კოდექსში ცვილებები ბიზნესთან შეუთანხმებლად არ შევა და გათვალისწინებული იქნება მათი შედეგები ეკონომიკურ ზრდაზე.

"არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და ისე, რომ ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას", - ამბობს პრემიერი.

მისი თქმით, არსებული ინიციატივები შრომითი უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრებაზე "მხოლოდ პროექტია და ოფიციალური სახე არ მიუღია."

შრომის კოდექსში შესატან სავარაუდო ცვლილებებზე მედიისთვის სექტემბერში გახდა ცნობილი.

სხვა ცვლილებებთან ერთად, კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში საუბარია ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირებაზე, მინიმალური ხელფასის დადგენაზე და დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებაზე.

 

კომენტარები