იაპონია

ტაიფუნის გამო იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები გადაიდო

იაპონიას ტაიფუნი ჰაგიბისი უახლოვდება რის გამოც ქვეყანაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები გადაიდო.

გადადებულია ინგლისისა და საფრანგეთს შორის შაბათს დანიშნული თამაში, ასევე ახალი ზელანდიისა და იტალიის შეხვედრა, თუმცა ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ კვირას დაგეგმილი თამაში შოტლანდიასა და იაპონიას შორის შედგება.

თამაშების გადადების გამო ორივე გუნდს ფრე ჩაეთვლება და 2 ქულას მიიღებენ. ფანებს ბილეთების ფული აუნაზღაურდებათ.

შესაძლოა გაუქმდეს შაბათს დანიშნული Formula 1-ის იაპონიის გრანპრის შესარჩევი ეტაპის რბოლაც.

ეს მიმდინარე წელს ყველაზე მძლავი ტაიფუნია, რომელიც იაპონიას დაატყდება თავს. მოსალოდნელია, რომ ტაიფუნი ზარალს გამოიწვევს ტოკიოში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ქარის სიჩქარე საათში 193 კილომეტრს მიაღწევს. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

ტოკიოს ტაიფუნი თავს სექტემბერშიც დაატყდა. მაშინ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები