უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ინაშვილი ბოკერიას: გარწმუნებთ, დრო მოვა და პოლიტიკიდან ციხეში წახვალთ

"ბატონო გიგა სულ ნუ მომისმენთ, საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, რომ დარბაზში დარჩეთ, საერთოდ პოლიტიკიდანაც თუ წახვალთ ციხეში ძალიან დამავალებთ - ეგ დროც მოვა ძალიან მალე, გარწმუნებთ მაგაში", - ასე მიმართა პატრიოტთა ალიანსის წევრმა ირმა ინაშვილმა ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას.

ევროპული საქართველოს წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირმა ინაშვილის განცხადებების წინ სხვა კომიტეტზე გადაინაცვლეს, სადაც ბიუჯეტის მოსმენა მიმდინარეობს. სწორედ ამას მოჰყვა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის კომენტარი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რიგით მე-9 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს უსმენენ.

კომენტარები