დავით გარეჯი

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ბაქოში ვიზიტის შედეგს

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

"პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ბაქოში ვიზიტის შედეგს," - განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაცია ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები.

"ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად," - წერია პრეზიდენტის განცხადებაში. 

საქართველოს პრემიერმინიტმა დღეს, 10 ოქტომბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მისი აზერბაიჯაინში ვიზიტი შეაჯამა და თქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ ხვალიდან, 11 ოქტომბრიდან ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი გაიხსნება. 

კომენტარები