რუმინეთი

რუმინეთის პარლამენტმა ვიორიკა დენჩილეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

ვიორიკა დენჩილე

რუმინეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრ ვიორიკა დენჩილეს სოციალ დემოკრატების მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

მთავრობის გადაყენებას მხარი 238-მა კანონმდებელმა დაუჭირა. საჭირო იყო 233 ხმა.

შედეგად, ქვეყანას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გარდამავალი მთავრობა მართავს. მანამდე კი, მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

"ჩვენ შევაჩერეთ სოციალ დემოკრატიული პარტიის მიერ რუმინეთისათვის ზიანის მიყენება." თქვა ლუდოვიკ ორბანმა, ოპოზიციური ლიბერალური პარტიის ლიდერმა, რომელმაც უნდობლობის გამოცხადების პროცედურა წამოიწყო.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მაისში დაიწყო, როდესაც სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ ევროკავშირის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. აგვისტოში სამთავრობო კოალიციის უმცროსმა პარტიორმა მმართველი კოალიციის მხარდაჭერა შეწყვიტა.

კომენტარები