Victoria’s Secret

Victoria’s Secret-მა არასტანდარტული ზომის მქონე მოდელთან კონტრაქტი პირველად გააფორმა

0 კომენტარი

კომპანიამ Victoria’s Secret 14 ზომის მქონე მოდელთან - ალი ტეიტ-კატლერთან კონტრაქტი გააფორმა.  მოდელი Victoria’s Secret-ისა და ბრიტანული კომპანა Bluebella-ს ერთობლივ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. 

კრიტიკოსების ვარაუდით ეს გადაწყვეტილება კომპანიამ იმის გამო მიიღო, რომ ადრე ის მოდელების ერთფეროვნების გამო გაკიცხეს. მას შემდეგ Victoria’s Secret-ის პროდუქციაზე მოთხოვნაც მკვეთრად დაეცა. 

ალი ტეიტ-კატლერი პირველი არასტანდარტული ზომის მქონე მოდელია Victoria’s Secret-ისთვის. მოდელების სტანდარტი, 0-6 ზომაა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები