ელენ დეჯენერისი

"მე მისი მეგობარი ვარ" - ელენ დეჯენერისი ჯორჯ ბუშთან ერთად ჯდომისთვის გააკრიტიკეს

0 კომენტარი
ჯორჯ ბუში და ელენ დეჯენერისი ამერიკული ფეხბურთის მატჩზე

კვირას გავრცელდა ფოტოები, სადაც ელენ დეჯენერისი და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი ამერიკული ფეხბურთის მატჩზე ერთმანეთის გვერდზე სხედან.

ფოტოების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელებში, მომხმარებლების ნაწილმა ელენ დეჯენერისი ჯორჯ ბუშთან ერთად ჯდომის გამო გააკრიტიკეს, რასაც ცნობილმა წამყვანმა საკუთარ გადაცემაში უპასუხა.

"მე ჯორჯ ბუშის მეგობარი ვარ. ცნობისთვის, მე ბევრი ისეთი ადამიანის მეგობარი ვარ, რომლებიც იგივე შეხედულებებს არ იზიარებენ, რასაც მე. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და ვფიქრობ, დაგვავიწყდა რომ ეს ნორმალურია. როდესაც ვამბობ, იყავით კეთილები ერთმანეთის მიმართ, არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენსავით ფიქრობენ. ვგულისხმობ, რომ ყველას მიმართ კეთილები უნდა ვიყოთ, არ აქვს მნიშვნელობა", - თქვა ელენ დეჯენერისმა.

გარდა სოციალური ქსელების მომხმარებლებისა, ელენ დეჯენერისი ცნობილმა ადამიანებმაც გააკრიტიკეს. ერთ-ერთი "Avengers"-ის მსახიობი მარკ რუფალო იყო, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ ჯორჯ ბუში ერაყის ომის გამო დამნაშავეა და აქ სიკეთეზე საუბარი არ შეიძლება.

გარდა კრიტიკისა, ცნობილმა ადამიანებმა ელენ დეჯენერისს მხარდაჭერაც გამოუცხადეს. კრისტენ ბელმა ინსტაგრამზე წამყვანის სურათი გააზიარა, რიზ უიზერსპუნმა კი მას ტვიტერის საშუალებით გამოუცხადა მხარდაჭერა. მოგვიანებით მან პოსტი, სავარაუდოდ მის მიმართ დაწერილი ბევრი უარყოფითი კომენტარის გამო წაშალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები