რუსეთი

რუსეთში პუტინის შეურაცხმყოფელს ბრალი მოუხსნეს, რადგან მას "პრეზიდენტი" არ უხსენებია

TIME

რუსეთში, ქალაქ ოსინიკში პირს, ვინც პუტინი Odnoklassniki-ის ვებგვერდზე შეურაცხყო, მაგრამ სიტყვა პრეზიდენტი არ ახსენა, პოლიციამ ბრალდება მოუხსნა.

გამოძიება ილია პუტევსკის მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პუტინის დაბადების დღის მისალოც წერილში პუტინის შესაძლო შეურაცხყოფას ედავებოდა. რუსეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფა დანაშაულია.

უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა სოციალურ ქსელ Telegram-ზე გააზიარა პოლიციის ოფიციალური დოკუმენტი, რის მიხედვითაც პუტევსკის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა.

"ბრალდებულს" სიტყვები "რუსეთის ფედერაცია" და "პრეზიდენტი" თავის მისალოც წერილში არასდროს გამოუყენებია. ამრიგად, პოლიციელები არ იყვნენ დარწმუნებულები, 7 ოქტომბერს პუტევსკის მიერ დაწერილი პოსტი მიემართებოდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

"ძვირფასო, ზღაპრულო ვ.ვ. პუტინო, დღეს შენი დღეა..! ვიმედოვნებ, რომ ციხეში სამუდამოდ მარტოობით დაასრულებ..!" - დაწერა პუტევსკიმ (ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ).

მაღალჩინოსანთა "აშკარა უპატივცემულობის" გამო რუსეთში პირველი მოქალაქე, იური კარტიჟევი მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. "31 მარტს კარტიჟევმა სოციალურ ქსელში გააზიარა ორი საჯარო პოსტი ტექსტით 'პუტინი ზღაპრული... პუტინი ზღაპრული...[მოსამართლე სიტყვას არ ამბობს]'" - აღნიშნა მოსამართლემ. განაჩენის გამოტანის შემდეგ Twitter-ის მომხმარებლებმა წამოიწყეს კამპანია #Путинсказочныйдолбоёб. 

7 მარტს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს", პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით, შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის, რომლებიც "საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას" შეიცავს, პირს შესაძლოა 100 000 რუბლამდე ჯარიმა დაეკისროს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯოს.

ასევე, რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს.

პარლამენტმა კიდევ ერთი კანონპროექტიც დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბლოკოს ვებგვერდები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს.

კომენტარები