ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: Creative commons

11 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება, თელასი მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზაბავრის, ხევძმარის, ილია ვეკუას, თიანეთის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, ზნაკვის, ჩხარის, სნოს, გიორგი გაგილაძის, ავშნის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილორივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ფალიაშვილის და საკანდელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, იმედა კახნიაშვილის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერწოს, ქსნის და ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცინცაძის, გიორგი სააკაძის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, ნიკო მარის, იმერეთის, ეროსი მანჯგალაძის და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოდაშვილის, საექიმოს, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, ნავთლუღის, რთველაძის, იუნკერთა, ჰოსპიტალის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"-აცხადებენ თელასში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები