ილია ჯიშკარიანი

ილია ჯიშკარიანი: მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ ილია ჯიშკარიანი ისნის რაიონის მაჟორიტარი Ilia Jishkariani

რუსთავი 2, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულის, ილია ჯიშკარიანის საავამდყოფოში ჩაწერილ ვიდეოს ავრცელებს.

ილია ჯიშკარიანის ვიდეო ოჯახის წევრებმა ადვოკატთან საუბრისას დროს ჩაწერეს.

"მირჩევნია, რომ მკვლელობში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში. მე მიგალობია, ჩოხა მცმია და მიგალობია. მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა", - ამბობს ჯიშკარიანი ვიდეოში.

შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს.

დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

საქალაქო სასამართლო, დეპუტატის საქმეზე ხვალ, 11 ოქტომბერს იმსჯელებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები