დავით გარეჯი

საპატრიარქო: ველოდებით, როდის შეძლებს მრევლი დავით გარეჯზე ჩვენთან ერთად ამოსვლას

ტვ პირველი

საქართველოს საპატრიარქო ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნას ეხმაურება. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, პროცესი უნდა გაგრძელდეს. 

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვესმოდეს, რომ ეკლესია არის სასულიერო პირები და მრევლი ერთად. ამიტომ, ველოდებით, როდის შეძლებს მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას"- ამბობს ჯაღმაიძე

საქართველოს პრემიერმინისტემა, გიორგი გახარიამ, დღეს, 10 ოქტომბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მისი აზერბაიჯაინში ვიზიტი შეაჯამა და თქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ ხვალიდან, 11 ოქტომბრიდან ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი გაიხსნება. 

კომენტარები