ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე

პრინცმა ჰარიმ და ედ შირანმა ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისთვის ვიდეო ჩაწერეს

0 კომენტარი
ფოტო: instagram.com/sussexroyal

პრინცმა ჰარიმ და ედ შირანმა ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისთვის საერთო ვიდეო ჩაწერეს - ვიდეო SussexRoyal-ის ინსტაგრამ გვერდზე გავრცელდა.

ვიდეოში, ედ შირანი მიდის პრინც ჰარისთან, რათა იმაზე ისაუბროს, რაც მათ აერთიანებთ: წითური თმა.

"ვცდილობდი რომ დამეწერა სიმღერა ამ თემაზე, რათა მეტი ადამიანი ამელაპარაკებინა. ხალხი ვერ ხვდება, რას ნიშნავს იყო ჩვენნაირი. ვფიქრობ, დროა ავდგეთ და ვთქვათ - "ჩვენ ვართ წითურები, ჩვენ ვიბრძოლებთ", - ეუბნება პრინც ჰარის ედ შირანი.

ამის შემდეგ პრინცი ჰარი მას საუბარს აწყვეტინებს.

"კარგი, ეს ცოტათი უცნაურია. შესაძლოა წარმოიქმნას მისკომუნიკაცია - ეს ყველაფერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს ეხება?"

ამის შემდეგ ისინი კამერაში სერიოზულად იწყებენ საუბარს.

"მიწვდით ყველას, დარწმუნდით რომ თქვენი მეგობრები, უცნობები მიხედავენ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შესაძლოა ჩუმად იტანჯებოდეს. ჩვენ ამაში ყველა ერთად ვართ", -ამბობენ ისინი.

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე 25 წელია ოფიციალურად აღინიშნება. ყოველწლიურად,მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფედერაცია ამ დღეს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის განხილვას, სტიგმის შემცირებას და ცნობადობის ამაღლებას უძღვნის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები