ნიკა მელია

მელია: მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ ლიგაში გიგა ბოკერია არ თამაშობს

0 კომენტარი

მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ ლიგაში არ თამაშობს გიგა ბოკერია - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში თქვა. 

მელია ამბობს, რომ სააკაშვილი გიგა ბოკერიაზე კომენტარს არ უნდა აკეთებდეს. 

"ვერ დავაყენებ, ამით გიგა ბოკერია კი არ კნინდება, კნინდება სააკაშვილი, ეს არის ჩემთვის მტკივნეული"- ამბობს მელია. 

10 ოქტომბრის მთავარის ეთერში მელიამ ასევე აღნიშნა, რომ მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არ მოეწონა, სადაც ექსპრეზიდენტმა გიგა ბოკერიაზე საუბრის დროს თქვა, რომ მასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს და ამის მაგალითად თავისი რელიგია მოიყვანა. 

"მითუმეტეს იმ სახით, რაც გააკეთა, არ მომეწონა. მართლა არ მომეწონა ფორმა"- თქვა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ამ განცხადებას ნიკა მელია ფეისბუქის პოსტით გამოეხმაურა და დაწერა: "ჩემს ადგილზე რას დაწერდით ან რას იტყოდით?". მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ნათქვამმა კრიტიკა დაიმსახურა, მელიამ კიდევ დაწერა: "მელია კი ვარ, მაგრამ ის დროა, დათვივით დავიძინო რამდენიმე დღით, სანამ ვნებები ჩაცხრება".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები