შსს: უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 9 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 9 მილიონი ლარია.  

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით და სასამართლოს განაჩენის შემდეგ ეტაპობრივად ანადგურებდნენ. მათი თქმით, პროცესს მუდმივმოქმედი კომისია ესწრებოდა.  

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 5 კილო და 255 გრამი "კოკაინი", 1 კილო და 362 გრამი "ჰეროინი", 4222 აბი "სუბუტექსი", 675 კაფსულა და 896 აბი "ტრამადოლი", 579 აბი და 58,3 გრამი "მეტადონი", 338 აბი და 21,9 გრამი "კოდეინი", 996 აბი "ამფეტამინი", 8678 კაფსულა და 198 აბი "პრეგაბალინი" და 33,7 გრამი "მორფინი". ასევე, განადგურებულია, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები გაანადგურა,"-ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. 

მათივე ცნობით, განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.  

კომენტარები