ტაიფუნი

საქართველოს საელჩო იაპონიაში მოქალაქეებს ძლიერი ტაიფუნის მოახლოებაზე აფრთხილებს

NASA-NOAA's Suomi NPP satellite

საქართველოს საელჩო იაპონიაში ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი ტაიფუნის მოახლოებაზე აფრთხილებს. ტაიფუნი კუნძულ ჰონშუზე 12-13 ოქტომბერს არის მოსალოდნელი. 

საქართველოს საელჩ იაპონიაში მოქალაქეებს სთხოვს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. საჭიროების შემთხევავში, მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე შეეძლებათ: +81 70 3180 560

იაპონიას ტაიფუნი "ჰაგიბისი"უახლოვდება. ქვეყანა საგანგებო ზომებს იღებს. მეტეოროლოგები ფიქრობენ, რომ ტოკიოდან 5 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გახდება აუცილებელი. ტრანსპორტის მოძრაობა ყველა დიდ ქალაქში შეჩერდება.

კომენტარები