შსს-ს ინფორმაციით, მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 2002 წელს დაბადებულ გ.რ.-ს ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 9 ოქტომბერს, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებული ვ.მ. ბასრი საგნით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი კაცის საავადმყოფოში იმყოფება და შსს-ს ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.