ლელო

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" მორიგი 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" მორიგი 12 წევრის ვინაობა ცნობილია.

დღეს გამართულ ბრიფინზე "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის მორიგი 12 წევრის სახელი და გვარი დაასახელა, შემდეგ კი, მათ საკუთარი თავი თვითონ წარადგინეს.

  • ოქტაი ქაზუმოვი - ფილოლოგი
  • ქეთევან ჟვანია - პიროვნული განვითარების ტრენერი
  • ანდრო ბიბილეიშვილი - ბიზნესმენი
  • ნიკოლოზ კიკვიძე - ეკონომისტი 
  • ეთერ გაიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი
  • თემურ არაბიძე - ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი 
  • ირაკლი არაბიძე - მსახიობი 
  • ნინო მგალობლიშვილი - კულტურის კვლევების დოქტორი
  • ნუკრი საჯაია - ბიზნესის მართვის სპეციალისტი
  • რამაზ ბლუაშვილი - ფონდ "ნოვას" დამფუძნებელი
  • ნინო ყამბეგაშვილი - პიანისტი, ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი
  • ირაკლი ქადეიშვილი - მხატვარი, არქიტექტორი

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს დაასახელა, ხოლო 26 სექტემბერსა და 3 ოქტომბერს საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-12 წევრი წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართა.

კომენტარები