საბიუჯეტო ხარჯები

TI: 2018 წელს მთავრობის პიარში დასაქმებულებმა 20 მილიონზე მეტი მიიღეს

ქართული ოცნება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან მოყოლებული, 2018 წლის ჩათვლით, მზარდია ხელისუფლების პიარსამსახურებში დასაქმებულების რაოდენობაც და ხელფასიც.

2018 წელს საჯარო უწყებების პიარსამსახურებში ჯამში 1037 ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებმაც ანაზღაურების სახით მთლიანობაში 20 047 896 ლარი მიიღეს.

2017 წელს მათი რაოდენობა 996 იყო, ანაზღაურება კი ჯამში 2 მილიონით ნაკლები.

2018 წლის მონაცემებით, პიარის თანამშრომლების ანაზღაურებაში ყველაზე მეტს შემდეგი უწყებები ხარჯავენ:

  1. თავდაცვის სამინისტრო - 1 185 962 ლარი
  2. პარლამენტი - 1 114 251 ლარი
  3. შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 053 271 ლარი
  4. თბილისის მერია - 931 281 ლარი
  5. ჯანდაცვის სამინისტრო - 910 020 ლარი
  6. ცესკო - 786 338 ლარი
  7. განათლების სამინისტრო - 777 839 ლარი
  8. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 507 335 ლარი
  9. ფინანსთა სამინისტრო - 399 900 ლარი
  10. შსს აკადემია - 324 328 ლარი

საერთაშორისო გამჭვირვალობამ კვლევის ფარგლებში 216 უწყების პიარსამსახურების ხარჯების შესწავლა სცადა, ხოლო პასუხი 194-დან მიიღო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზოგიერთმა უწყებამ, მათ შორის თბილისის მერიამ მათ არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები