ილია ჯიშკარიანი

პატარაია: საქმეში არაა ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი

0 კომენტარი
ფოტო: www.facebook.com/baiabaia

უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ჯიშკარიანი, რომელსაც თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, უკვე 6 დღეა კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში წევს და ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"საავადმყოფოში ჯიშკარიანი წევს ტყუილად, ადამიანებო. საქმეში არცერთი დოკუმენტი არ დევს, რომელიც მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს,"- ამბობს პატარაია. 

უფლებადამცველმა სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე ისიც თქვა, რომ მათ ექიმებისგანაც იციან, რომ ჯიშკარიანს არაფერი სჭირს და არცერთი სერიოზული გადაუდებელი პროცედურა არ უტარდება, რომელიც სტაციონარს საჭიროებს.

"ამის გადამოწმება ძალიან თავისუფლად შეუძლია პროკურატურას," - ამბობს ბაია პატარაია. 

ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი 12:30-ზეა ჩანიშნული. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. სასამართლო პროცესი, დაცვის მხარის მოთხოვნით, კლინიკაში "ნიუ ჰოსპიტალი" გაიმართება. 

თამთა თოდაძის ადვოკატები ამბობენ, რომ ჯიშკარიანისთვის პატიმრობის არშეფარდება რისკებს შეიცავს, რადგან ის გავლენიანი პოლიტიკოსია, მას მფარველობენ როგორც თბილისის მერი, ისე ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები და წარსული შემთხვევებიდან გამომდინარე, არსებობს შანსი, რომ ის კიდევ ერთხელ ეცადოს მოწმეებზე ზემოქმედებას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები