ნობელის პრემია 2020

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს აბი აჰმედს მიენიჭა

0 კომენტარი

ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში 2020 წლის პრემია ეთიოპიის მოქმედ პრემიერმინისტრს, აბი აჰმდეს გადასცა. 

დაჯილდოების ცერემონია ოსლოში გაიმართა. აჰმედი ეთიოპიის პრემიერმინისტრი 2018 წლის აპრილში გახდა. მოკლე დროის განმავლობაში აჰმედმა რეგიონში რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი შეაჩერა და ქვეყნის რეფორმირების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია. 

აბი აჰმედისთვის მშვიდობის დარგში დაჯილდოვების მთავარი მოტივატორი ეთიოპიის მეზობელ ერიტრეასთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება გახდა. შეთანხმების საფუძველზე შეჩერდა მრავალწლიანი სასტიკი სამხედრო დაპირისპირება მხარეებს შორის. 

2018 წელს მშვიდობის პრემია ორად გაიყო. ლაურეატები კონგოელი ექიმი დენის მუკვეგე და ერაყელი აქტივისტი ნადია მურადი გახდა.

გასულ წლებში ნობელის კომიტეტი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი საკუთარი გადაწყვეტილების გამო. ესე მოხდა პალესტინის ლიდერის იასირ არაფატის დაჯილდოვების შემთხვევაშიც. 

კრიტიკა მოყვა ნობელიის კომიტეტის გადაწყვეტილებას 2009 წელს, მაშინ მშვიდობის პრემიის ლაუარეატი აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა. მოგვიანებით ობამას გამარჯვება შეცდომად შეაფასა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გეირ ლუნდესტადმაც.

გუშინ, 10 ოქტომბერს გამოვლინდა გამარჯვებულები ლიტერატურის დარგში. 2019 წლის პრემია ავსტრიელი პეტერ ჰანდკე გახდა, ხოლო 2018 წლის ოლგა ტოკარჩუკი. 

ასევე, გამოვლინდნენ ლაურეატები ფიზიკის, ქიმიისა და მედიცინის დარგებში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები