დაჭრა ხაშურში

სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

ხაშურში სავარაუდოდ ყოფილმა ქმარმა ქალსს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

შემთხვევა დღეს, 11 ოქტომბერს მოხდა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები