ცოლის მკვლელობა

ქალი, რომელიც ქმარმა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: მიხა კლოტვიკი / Shutterstock

ქალი, რომელიც ქმარმა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს ხაშურში მოხდა. მომხდარის შემდეგ ქალი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი განქორწინების პროცესში იმყოფებოდა

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მას შემდეგ რაც ქალი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, მუხლი გადაკვალიფიცირდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები